პრეზენტაცია


სასწავლო მასალა, რომელიც ჩემთვის დამხმარე ”ინსტრუმენტია” , იმისათვის რომ საინტერესოდ მივაწოდო მასალა მოსწავლეებს, ეს შეიძლება იყოს თეორიული მასალის პრეზენტაცია (ანუ საინფორმაციო სლაიდი) , შეიძლება იყოს სლაიდი, რომელიც ჩვენების დროს აქტიურად მოითხოვს მოსწავლეების ჩართულობას. ამ გაკვეთილპროექტის ჩატარებისას მე გამოვიყენე-საინფორმაციო სლაიდპრეზენტაცია,შექმნილია ჩემ მიერ, როგორც დამატებითი სასწავლო რესურსი ,  მასში  ქრონოლოგიურად  არის განხილული მასობრივი რეპრესიების შესახებ ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციები . რაში გვეხმარება სლაიდებით აგებული პრეზენტაციების ჩვენება გაკვეთილზე? ის ზრდის დამახსოვრების შესაძლებლობებს და ხელს უწყობს სასწავლო მასალის გათავისებას.
   სლაიდპრეზენტაცია ხელს უწყობს :


  • ცოდნის გადაცემას;
  • მოსწავლეების დაინტერესებას;
  • მოტივაციის ამაღლებას
  • კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
  • შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას;
  • მოსწავლეებში ემოციების გამოწვევას;


სლაიდპრეზენტაციით მუშაობას აქვს დადებითი ნიშნები, კერძოდ:
  • შეიძლება ხშირი გამოყენება
  •  ინფორმაციის ეტაპობრივად წარდგენა შესაძლებელია
  • კარგად გამოიყენება ჯგუფური მუშაობის დროს
ასევე გააჩნია უარყოფითი ნიშნებიც- მაგრამ ეს ”უარყოფითი”  შეიძლება მოგვარდეს, თუ ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი კაბინეტებით. მაშ, ასე დღეს მე უარყოფითად ვაფასებ შემდეგს: 

  • გვჭირდება პროექტორის გამზადება სამუშაო პროცესის დაწყებამდე ;
  • საჭიროა ლეპტოპის მოძიება სამუშაოს დაწყებამდე;
  • გვჭირდება ეკრანისთვის ადგილის შერჩევა და წინასწარ გამზადება; 



                      

No comments:

Post a Comment