კითხვარი


    გაკვეთილპროექტის დროს ორჯერ იმუშავეს მოსწავლეებმა კითხვარზე

 კითხვარი №1

პირველი ვიდეო-სიუჟეტის ჩვენებისას მოსწავლეებმა გამოხატეს თავისი მოსაზრებები , უნდა აღინიშნოს , რომ თემა ძირითადად ”ტაძრის გზას” დაუკავშირეს, საუბრობდნენ შემწყნარებლობაზე, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ეს სიუჟეტი  იყო ფილმიდან ”მონანიება” ,  რეპრესიები არ უხსენებიათ, მაგრამ ახსენეს დიქტატურა და ძალადობა  , ერთპიროვნული მმართველობა, თავად სიტყვა-მონანიებაც შეძლეს განემარტათ, ”გამოწვევის შემდეგ მოსწავლეებმა შეავსეს კითხვარი.


             

                 

     კითხვარი №2 

ჩვენს მიერ განხორციელებული აქტივობების შემდეგ, რომელიც მოიცავდა : ვიდეო სიუჟეტის ნახვას, პრეზენტაციის განხილვას, უცხო ტექსტზე მუშაობას ჯგუფებში, ასევე საერთო პრეზენტაციის შექმნას, პრეზენტირებას, დისკუსიას , მაინტერესებდა , როგორ  შეაფასებდნენ ჩემი მოსწავლეები ჩემ მიერ დაგეგმილ გაკვეთილებს, ამიტომ ვთხოვე ყველას , როგორც თავად მონაწილეებს გაკვეთილისა, ასევე დამკვირვებლებს მოსწავლეთა თვითმართველობიდან, ასევე საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წარმომადგენელს ირაკლი ხვადაგიანს  შეეფასებინათ ჩვენი გაკვეთილი , ამისთვის მე გამზადებული მქონდა უკვე მეორე კითხვარი, რომელიც მათ შეავსეს.


           

კითხვარების გაცნობის შემდეგ მე შევძელი ჩამეტარებინა კვლევა , რამდენად
აუცილებელი და საჭიროა მსგავსი ტიპის გაკვეთილების ჩატარება, ასევე, ჩემი მოსწავლეები დამეხმარნენ უკეთ შემეფასებინა ჩემი მუშაობა ., რისთვისაც პირველ რიგში მათ ვუხდი მადლობას, რადგან შეფასება იყო ობიექტური და ეს მე დამეხმარა თვითსეფასებისათვის, ასევე გავითვალისწინებ მათ შენიშვნებს , რათა მომავალში უფრო უკეთესად შევძლო მსგავსი აქტივობების 
განხორციელება.

No comments:

Post a Comment