ჩატარებული აქტივობის შემდეგ , ვისაუბრეთ უკვე მე და ირაკლიმ, ვკითხე მას მოსაზრება და ვთხოვე შეფასება . ზოგადად სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ მე შემიძლია გავაკეთო ზოგადი დასკვნა- დღევანდელ სკოლის სახელმძღვანელოებში ძალიან ცოტა მასალა არის განთავსებული მასობრივი რეპრესიების შესახებ. მაგრამ რაც არ უნდა ცოტა, ან ბევრი მასალა იყოს ჩადებული ერთ საგანში , ის ვერ ამოავსებს იმ ”ღრმულებს”, რომლებიც მოსწავლების მსჯელობის დროს გამოჩნდა . საჭიროა ეს თემა ისწავლებოდეს კომპლექსურად, კერძოდ, ამ თემის გარშემო უნდა მუშაობდეს ქართული ენა და ლიტერატურა (მე ვიცი, რომ ქართულის მასწავლებელი ყველა არა, მაგრამ გარკვეული რაოდენობა უთმობს ბევრ აქტივობას ამ პერიოდს) და სამოქალაქო განათლება; დღეს რაც უნდა ბევრი ვისაუბრო იმ ჩატარებულ აქტივობებზე სკოლაში, იმ განხორციელებულ პროექტებზე- რომელიც , ვფიქრობ მიმიყვანდა უფრო სხვა შედეგებამდე , ჩანს ზოგადად, რომ საზოგადოების ნაწილს უჭირს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გათავისება; მე ვფიქრობ, ამ პრობლემაზე მუშაობა და ზოგადად პასუხისმგებლობის დანახვაზე სახელმწიფოს წინაშე და ადამიანების ჩართულობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში- დაწყებითი კლასებიდან უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ ეს ვერ მოგვიტანს შედეგს, თუ არ იქნება თემისა და მშობლის ჩართულობა; ; სამწუხაროდ, მე ვერ დავმალე ემოცია გაკვეთილზე, რადგან ერთმა მოსწავლემ ”დაასაბუთა” , რომ მიხეილ ჯავახიშვილი დასახვრეტი იყო, თუმცა ზოგადად მსჯელობის შემდეგ მივხვდით, რომ ეს მასალა მას არ ქონდა კარგად გააზრებული,რადგან ვერ დააკავშირა რეპრესიები კოტე აფხაზთან, რომელიც მისთვის გამორჩეული ისტორიული პიროვნებაა; მე ვერ დავტოვებდი ამ საკითხს მხოლოდ პროექტგაკვეთილზე წამოჭრილი დისკუსიის ამარა, ამიტომ შემდეგ შეხვედრაზე კვლავ ვთხოვე ჩემ მოსწავლეს გვესაუბრა ამ თემაზე, აღმოჩნდა- რომ ის რეპრესიებში ხედავდა ”წმენდას” არასასურველი ელემენტებისაგან და დანანებით თქვა , რომ ეწირებოდნენ კარგი ადამიანებიც.
მე ამ გაკვეთილმა კიდევ მასწავლა და გზა მიჩვენა, რომ აუცილებელია ხშირად და გეგმაზომიერად შევახსენოთ მოსწავლეებს ის წარსული , რაც იყო. გავავლო პარალელები ქართულსა და ისტორიას შორის . ასევე ვესაუბრო, რომ ძალადობა არ შეიძლება .
მე უბრალოდ ჩემ მოსწავლესთან საუბრისას მას ერთი შეკითხვა დავუსვი- თუ ის ხედავდა თეიმურაზში მიხეილ ჯავახიშვილს, დაინახავდა თუ არა ლუარსაბში ილია ჭავჭვაძეს.. ის ჩაფიქრდა.. მე ვფიქრობ, სწორედ ამ წუთიერი ჩაფიქრებისთვისაც კი აუცილებელია ჩემი სამუშაო პროცესი.. რადგან არ არის მხოლოდ ერთი მოსწავლე- ვისგანაც მსმენია, რომ” სტალინით განათდა და მისი გარდაცვალების მერე დაბნელდა..”. მე ვეცდები მეტი ემოცია გამოვიწივიო მოსწავლეებში , უფრო ხშირად მივცე საშუალება ისაუბრონ ამ თემებზე .. დაინახონ რეალობა.. შეიძლება ვინმეს მოსწონდეს
სტალინი, მაგრამ რატომ, ამის დასაბუთება უნდა შესძლოს და არა ვინმესგან გაგებული ფრაზებით აკეთებდეს დასკვნას ... ვასწავლო ჩემ მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნება , კვლევა და არგუმენტირებული მსჯელობა. ეს არის ჩემთვის უმთავრესი .
მე ამ გაკვეთილმა კიდევ მასწავლა და გზა მიჩვენა, რომ აუცილებელია ხშირად და გეგმაზომიერად შევახსენოთ მოსწავლეებს ის წარსული , რაც იყო. გავავლო პარალელები ქართულსა და ისტორიას შორის . ასევე ვესაუბრო, რომ ძალადობა არ შეიძლება .
სტალინი, მაგრამ რატომ, ამის დასაბუთება უნდა შესძლოს და არა ვინმესგან გაგებული ფრაზებით აკეთებდეს დასკვნას ... ვასწავლო ჩემ მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნება , კვლევა და არგუმენტირებული მსჯელობა. ეს არის ჩემთვის უმთავრესი .
No comments:
Post a Comment