”მინი” ლექცია


სტუმრად ჩვენთან საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია;
ჩემი მოსწავლეების ”უფროსი მეგობარი” (პირველას არ ხვდებიან ისინი ერთმანეთს, სწორედ ირაკლის დახმარებით, შარშან მოხდა მაჩაბლის ქუჩაზე-ტური , რომელიც სწორედ რეპრესიების პერიოდს ეხებოდა)  ირაკლიმ მოსწავლეებთან ისაუბრა ძირითადი აქტივობების შემდეგ , მის მიერ დასმულ შეკითხვებში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული, ასევე ირაკლიმ დაგვანახა სწორად პრობლემა- რომ რთულია იმ საზოგადოების ნაწილმა კარგად დაინახოს და ზუსტად შეფასოს მასობრივი რეპრესიები იმ შემთხვევაში, როცა (საბედნიეროდ) თავად მოსწავლეები არ არიან რეალურად იმ პერიოდის ადამიანები, ძალიან საჭირო და აუცილებელი დარიგება მივიღეთ ჩვენ ყველამ-
დავფიქრებულიყავით იმ პრობლემაზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ  გამოიარა XX საუკუნის  20-იან და 30-იან წლებში, როგორ მოხდა, რომ მაშინ, როდესაც საქართველოში უმრავლესობას არ შეადგენდნენ ბოლშევიკები ,როგორ  შეძლეს უმრავლესობის მართვა, მათი სიცოცხლის ხელყოფა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა?! ამას გარდა ირაკლიმ სტხოვა მოსწავლეებს ეფიქრათ ამ პრობლემის შესახებ დამატებით და წერილობით გამოხმაურებოდნენ ამ თემას. ჩვენ ამ დავალების მასალებს ამავე ბლოგზე შემოგთავაზებთ ;

No comments:

Post a Comment